სასწავლო პროექტის სახელწოდება – ჩვენი გონება, როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება
პროექტის მთავარი იდეა (თემა) –როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება.
ადამიანის ტვინი არის ძალიან მნიშვნელოვანი . შესაძლოა ერთ ადამიანს უკეთესი მეხსიერება ქონდეს ვიდრე მეორეს . მაგალითად, მოცარტი ერთი მოსმენით აწყობდა მუსიკას, მაგრამ ცოლი ხშირად ახსენებდა რა დღე იყო. ამერიკელი ფსიქოლოგი, ჰორვარდ გარდნერი და მისი ცნობილი თეორია მრავლობითი ინტელექტის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია.
პროექტის აქტუალობა – ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან დასწავლის სტილით უნარებითა და მიდრეკილებებით. ყველა ადამიანს ეს უნარი ერთნაირად განვითარებული არ აქვს.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა უკეთ შეაფასონ საკუთარი უნარები, მიდრეკილებები. დააკვირდნენ საკუთარ თავს და დაკვირვების შედეგად რომელ ტიპს შეუძლიათ მიაკუთვნონ საკუთარი თავი, ლინგვისტურს, ლოგიკურ-მათემატიკურს, მუსიკალურს, სხეულებრივ –კინესთეტიკურს, ვიზუალურ-სივრცით, ინტერპერსონალურ თუ ინტრაპერსონალურს.
მონაწილეთა ასაკი :VIII კლასი, 13 წელი
ვადები ხანგრძლივობა: 3 თვე
მოსალოდნელი შედეგები / რაც შეიძლება შეიქმნას – ბროშურები, ჩანახატები
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: –ფოტოაპარატი, კომპიუტერი , პროექტორი
პროექტის მსვლელობა ძირითადი აქტივობები: – მოსწავლეთა დაყოფა ჯგუფებად. შესაბამისად გაწევრიანდნენ იმ ჯგუფებში სადაც უკეთ შეძლებენ საკუთარი ნიჭის წარმოჩინებას. თითოეულ ინტელექტზე მასალების მოძიება.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: კავშირი ხელოვნებასთან ,მუსიკასთან,ისტთან
პროექტის ხელმძღვანელი: ეკატერინე დემურაშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий